სქოლიოზი

📢📢📢ხერხემლის გამრუდება, ანუ სქოლიოზი მსოფლიოში 80%-ზე მეტ ადამიანს აწუხებს.. სქოლიოზების თემა განსაკუთრებით აქტუალურია ბავშვებში, სასკოლო ასაკის პატარებში. ხშირად მშობლები ხერხემლის გამრუდებას სასკოლო მერხებთან არასწორ ჯდომას, მძიმე ჩანთებს თუ სხვა პრობლემებს უკავშირებენ.
აუცილებელია, რომ დაავადების დიაგნოსტიკა დროულად მოხდეს. მკურნალობის შემთხვევაში, შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ არა მხოლოდ ფიზიკური დამახინჯება, არამედ მთელი რიგი დაავადებები, რომელსაც სქოლიოზი იწვევს.
რამდენად ხშირად მომართვაენ პატარა პაციენტები, რომლებსაც სქოლიოზი აწუხებთ?
– წინათ სქოლიოზით ძირითადად 10 წლის და შემდგომი ასაკის ბავშვები ავადდებოდნენ. ახლა ფაქტობრივად ამ ასაკმა მთელი 5 წლით ქვემოთ ჩამოიწია.საქართველოში გახშირებულია ბავშვებში ტანდეგობის დარღვევა და სქოლიოზი, ამიტომ პაციენტიც ბევრია.
– ძირითადად რა ასაკში ხდება ამ დაავადების დიაგნოსტიკა?
– დაავადების დიაგნოსტიკა შესაძლებელია უკვე 5-10 წლის ასაკში.
– როდის უნდა მიმართოს მშობელმა ექიმს, რომ არ დაგვიანდეს სქოლიოზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა?
– შეამჩნევს თუ არა, რომ მისი შვილი არასწორად ჯდება, ცუდად დადის, საირულისას მალე იღლება, სტკივდება ქვედა კიდურები, წელი, ხშირად სტკივდება თავი, მაშინვე უნდა მიიყვანოს ორთოპედთან ან ექიმ-რეაბილიტოლოგთან. აუცილებელია გაკეთდეს ხერხემლის სვეტის რენტგენოგრაფია , რითაც ექიმი დაადგენს სქოლიოზის ხარისხს და დაინიშნება მკურნალობის ტაქტიკა . აუცილებლად დააკვირდით, რომ ბავშვი გამართულად იჯდეს მერხთან, წერისა და კითხვის დროს გვერდზე არ იხრებოდეს. ასევე არ შეიძლება მაგიდასთან ფეხი ფეხზე გადადებული, გადაწოლილი ჯდომა და ისე მეცადინეობა.
🏥🏥🏥კლინიკა „ენ-ელ-აი „ გთავაზობთ ხერხემლის სვეტის რენტგენოლოგიურ კვლევას ბავშვებსა და მოზრდილებში .
გახსოვდეთ, დაავადების დროული გამოვლენისა და მკურნალობის შემთხვევაში შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ მრავალი გართულება, რომელიც მოჰყვება სქოლიოზს.
თქვენთვის სასურველი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ექიმ-რადიოლოგ ომარ ღურწკაიას :
📞📞📞 577 72 09 08

კომენტარის დამატება