24 / 7 სამუშაო საათები
ქ. ზუგდიდი, კიტიას ქ N 21
+995 574 112 333 +995 574 78 49 94
Menu

კლინიკის შესახებ

კლინიკა “ენ- ელ – აი” ფუნქციონირებს 2015 წლიდან და უკვე წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო ცენტრს რეგიონში. ჩვენი კლინიკა გთავაზობთ ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურეობის ფართო სპექტრს. კლინიკის ძლიერ მხარეს წარმოადგენს პაციენტებზე მორგებული სერვისი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. სამედიცინო ცენტრის ძირითადი მახასიათებლებია:

ნებისმიერი სოციალური სტატუსის მქონე პირთათვის ხელმისაწვდომი მომსახურეობა, თბილი და სანდო გარემოს შექმნა პაციენტთათვის, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა, თანამშრომლობა სხვადასხვასახის სამედიცინო ცენტრებთან და ორგანიზაციებთან, მომსახურეობის ხარისხის მუდმივი კონტროლი და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება.

0
დაარსდა
0
კმაყოფილი პაციენტი
0
კვალიფიციური თანამშრომელი

პროგრამები

კლინიკა ჩართულია სახელმწიფოს მიერ გათვალისწინებულ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, ჩვენი კლინიკა ითვალისწინებს შემდეგ მომსახურეობებს:
– გეგმური ამბულატორიული მომსახურება.
– გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება.
– გადაუდებელი სტაციონარულიმომსახურეობა.
– გეგმიური სტაციონარული მომსახურეობა.

სამედიცინო ცენტრში კეთდება ოპერაციები, როგორც ღია წესით, ასევე ლაპარასკოპიული მეთოდით. მიმართულებებია:

1) ნეიროქირურგია.
2) ონკოლოგია.
3) ყბა-სახის ქირურგია.
4) თორაკო-აბდომინური ქირურგია.
5) ორთოპედია – ტრავმატოლოგია.
6) გინეკოლოგია.

კლინიკა „ენ -ელ -აი ” 24 საათი თქვენს სამსახურში!

სერტიფიკატი

გადახედეთ სერთიფიკატებს