რა არის და რას გულისხმობს ბიოფსია?

ბიოფსია ბერძნული წარმოშობის ტერმინია (ბერძ. “ბიოს” სიცოცხლე, “ოფსის” – მხედველობა). ის ცოცხალი ორგანიზმიდან ავადმყოფურად შეცვლილი ქსოვილის ამოკვეთასა და მის მიკროსკოპიულ შესწავლას გულისხმობს პათოლოგიური პროცესის ხასიათის (ანთება, სიმსივნე) დასადგენად. ბიოფსიით ზუსტდება კლინიკური დიაგნოზი და პათოლოგიური პროცესის გავრცელების საზღვრები. ბიოფსია მეტად მნიშვნელოვანია არაერთი პათოლოგიის დიაგნოსტიკისთვის. ცალკეული კატეგორიის პაციენტებს არცთუ იშვიათად მკურნალი ექიმები ბიოფსიის ჩატარებასა და მოპოვებული მასალის ციტომორფოლოგიურ (უჯრედულ დონეზე) გამოკვლევას ურჩევენ. ბიოფსია გულისხმობს ცოცხალი ორგანიზმიდან ქსოვილოვანი მასალის აღებას მორფოლოგიური კვლევისათვის. ეს მეტად გგავრცელებელი და აუცილებელი პროცედურაა, რომელიც მნიშვნელოვანია უამრავი პათოლოგიის კვლევისას. ( ფოტოზე ნაჩვენებიაამსხვილი ნაწლავის ბიოფსია)

კომენტარის დამატება