სისხლის საერთო ანალიზი კლინიკის ულტრათანამედროვე ლაბორატორიაში აღნიშნული გამოკვლევისთვის მასალას (სისხლს) თითიდან ან ვენიდან იღებენ. უტყუარი პასუხის მისაღებად უმჯობესია ანალიზი უზმოზე ჩააბაროთ. ერითროციტების ნაკლებობა ანემიის დროს ვითარდება. ეს ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ქსოვილები სათანადო ოდენობის ჟანგბადს ვერ იღებენ.არც ერითროციტების რაოდენობის მკვეთრი მომატებაა კარგის ნიშანი – ეს ე. წ. პოლიციტემიაა, რომლის დროსაც სისხლის უჯრედების გროვებად შეჯგუფება-შეწებებისა და წვრილი სისხლძარღვების – კაპილარების დაცობის საფრთხე იქმნება. ერითროციტების რაოდენობის მომატება მიუთითებს: ფილტვების ქრონიკულ დაავადებაზე, გულის თანდაყოლილ მანკზე, ლეიკოზზე. მაღალი ედსი მიანიშნებს: მწვავე ან ქრონიკულ ანთებით დაავადებაზე (პნევმონიაზე, ოსტეომიელიტზე, ტუბერკულოზზე, სიფილისზე და სხვა), მოწამვლაზე, მიოკარდიუმის ინფარქტზე, ძვლის მოტეხილობასა და ზოგადად ტრავმაზე, ანემიაზე, თირკმლის პათოლოგიაზე, სიმსივნურ პროცესზე და სხვა. ლეიკოციტების რაოდენობა მნიშვნელოვნად იმატებს: ინფექციური დაავადების დროს, დამწვრობისა და ტრავმის დროს, მიოკარდიუმის, ფილტვის, თირკმლისა და ელენთის ინფარქტის დროს, მწვავე და ქრონიკული ანემიების დროს, ავთვისებიანი სიმსივნური პათოლოგიის დროს. ლეიკოციტების რაოდენობა მცირდება: ზოგიერთი ინფექციური პათოლოგიის (მალარია, შიდსი, მუცლის ტიფი, გრიპი, წითელა და სხვა) დროს, რევმატოიდული ართრიტის დროს, სხივური დაავადების დროს, თირკმლის უკმარისობის დროს, ზოგიერთი მედიკამენტის (ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების) მიღების დროს, ძვლის ტვინის პათოლოგიის დროს, ანაფილაქსიური შოკისა და განლევის დროს. მაშასადამე,სისხლის საეღთო ანალიზი გამოიყენება მრავალი დაავდების დიაგნოსტიკისათვის. ეს მეტად მარტივი პროცედურაა.კლინიკაში აღებული მასალა თავსდება ულტრათანამედროვე აპარატებში,რათა მივიღოთ უტყუარი პასუხი კლინიცისტი ექიმისა და პაციენტისთვის.
