კლინიკა,,ენელაი” გთავაზობთ კონსულტაციას და ცოფის საწინააღმდეგო აცრების ჩატარებას პროფესიონალ რაბიოლოგთან,ენვერ მოსიძესთან. კბენის შედეგად ხდება კანის მთლიანობის დაზიანება და იქმნება საშიშროება მიკრობების შეღწევისა ჭრილობიდან ქსოვილებში. ნებისმიერი ნაკბენი, რომელსაც ახლავს კანის დაზიანება, საჭიროებს ანტირაბიულ დახმარებას და შემდგომ სამედიცინო მეთვალყურეობას, ვინაიდან ნებისმიერი ასეთი ჭრილობა ძალიან მგრძნობიარეა ინფექციის მიმართ. ცოფის საწინააღმდეგო აცრები უკეთდებათ ცოფზე საეჭვო ცხოველთან კონტაქტის დროსაც.ცოფი არის პოტენციურად სასიკვდილო ვირუსული ინფექცია, რომელიც აზიანებს ნერვულ სისტემას, მას შეიცავს დაინფიცირებული ცხოველის ნერწყვი. ცოფის საწინააღმდეგო სპეციფიკურ პროფილაქტიკას ახორციელებენ ჩვენების გათვალისწინებით ანტირაბიული ვაქცინითა (აქტიური იმუნიზაცია) და ანტირაბიული იმუნოგლობულინით (პასიური იმუნიზაცია). პაციენტებს აგრეთვე უტარდებათ ანტიტეტანური პროფილაქტიკა, ანტიტეტანური შრატით და ანატოქსინით ჩვენების მიხედვით. ჩვენს კლინიკაში მოგემსახურებათ პროფესიონალი რაბიოლოგი ყოველდღე 10:00 -დან 17:00-მდე. აცრები უფასოა! 577-73-33-43
