ციმბირის წყლულის ინფექციის წყაროა დაავადებული მსხვილი და წვრილი რქოსანი პირუტყვი, ნაწილობრივ ღორებიც. ციმბირის წყლულით დასნებოვნება შეიძლება მოხდეს დაავადებული ცხოველების მოვლის, პირუტყვის დაკვლის, მათი ტყავის, ბეწვის გადამუშავების დროს. ინფექციის გადაცემის ფაქტორს აგრეთვე წარმოადგეს განადგურებული პირუტყვის სასაფლაოს ნიადაგი. გამომწვევი ადამიანის ორგანიზმში ხვდება დაზიანებული კანიდან (გადაცემის კონტაქტური მექანიზმი), ლორწოვანი გარსებიდან (ზედა სასუნთქი გზები, კუჭ – ნაწლავის ტრაქტი) მეშვეობით. დასნებოვნების ჰაემტვროვანი გზა იწვევს ციმბირის წყლულის ფილტვისმიერი ფორმის განვითარებას. ორგანიზმში შეღწევის შემდეგ სპორები გარდაიქმნებიან ძალზე ვირულენტურ, ვეგეტატიურ ფორმებად და იწვევენ დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომების განვითარებას. ინკუბაციური პერიოდი რამდენიმე საათიდან 8 დღემდეა. (ხშირად 2-3 დღე). ადამიანთან განსაკუთრებით ხშირად ციმბირის წყლული მიმდინარეობს კანის ფორმით (შემთხვევათა 95-99%) და მხოლოდ ავადმყოფთა 1-5%-ში – ფილტვისა და ნაწლავის ფორმით. ციმბირის წყლულის კანის ფორმის დროს გაავადების შეჭრის ადგილას ჩნდება წითელი, ძლიერი ქავილის მომგვრელი ლაქა, რომელიც სწრაფად გარდაიქმნება მკვრივ კვანძად – პაპულად. 10 – 20 საათის გასვლის შემდეგ პაპულის მწვერვალზე ვითარდება ბუშტუკი, რომელიც მალე ივსება სეროზულ – ჰემორაგიული შიგთავსით. ამ გზით წარმოქმნილი ბუშტუკი სკდება; ციმბირის წყლულის ნებისმიერი აღწერილი ფორმის დროს შესაძლებელია განვითარდეს სეფსისი, ბაქტერიული და მეორადი კერებით (ღვიძლის, ელენთის, თირკმელების, ტვინის გარსების დაზიანება). ციმბირის წყლული – დიაგნოზი. დიაგნოსტიკისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ეპიდემიოლოგიურ მონაცემებსა და კანის დამახასიათებელ ცვლილებებს. დიაგნოზს ლაბორატორიულად ადასტურებს ციმბირის წყლულის გამომწვევის გამოყოფა. ციმბირის წყლული ციმბირის წყლული – დიფერენციალური დიაგნოზი მკურნალობა, პროფილაქტიკა. საჭიროა ავადმყოფის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია ცალკე პალატაში; გამოწერა ხდება მხოლოდ კლინიკური გამოჯანმრთელებისას წყლულების ეპითელიზაციის დროს, ხოლო ნაწლავური და ფილტვის ფორმების დროს – მხოლოდ ორჯერადი უარყოფითი ბაქტერიოლოგიური გამოკვლევების შემდეგ. პირები, რომლებიც იყვნენ დაავადებულ ცხოველთან კონტაქტში, 2 კვირის განმავლობაში უნდა იმყოფებოდნენ აქტიური, სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ. ციმბირის წყლული – პროგნოზი კანის ფორმისა და დროულად დაწყებული მკურნალობის დროს კეთილსაიმედოა. ნაწლავური და ფილტვისფორმების დროს პროგნოზი საეჭვოა ადრე დაწყებული და ინტენსიური მკურნალობის ფონზეც კი.
