განგრენა ერთერთი მძიმე დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ქსოვილების კვდომით. აღნიშნული პრობლემა შესაძლოა გამოწვეული იყოს სისხლის მიმოქცევის უკმარისობით, ცუდი ცირკულაციით ან სისხლის მიმოქცევის სრული შეწყვეტით. მკვდარი ანუ განგრენოზული ქსოვილი მუქი ყავისფერი ან შავი ფერისაა. ასეთ შეფერილობას განაპირობებს რკინის სულფიდი, რომელიც წარმოიქმნება ჰემოგლობინში შემავალი რკინისაგან ჰაერში არსებული გოგირდწყალბადის პირობებში. მიზეზები განგრენის ძირითადი მიზეზებია: ძლიერი დაზიანებები სისხლძარღვების გახეთქვით და ნერვული დაბოლოებების დაზიანებით; მაღალი და დაბალი ტეპერატურის ზემოქმედება; რადიაციით დაავადება; ქიმიური პრეპარატების ზემოქმედება; არტერიული სკლეროზი; თრომბების განვითარება; ორგანიზმში სეპტიკური ან ჩირქოვანი წარმონაქმნების გაჩენა. დიაგნოსტიკა განგრენის დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია თერაპევტთან მისვლა. ის ნიშნავს შემდეგ დიაგნოსტიკურ პროცედურებს: სისხლის საერთო ანალიზს; ულტრა-ბგერით გამოკვლევას; კომპიუტერულ ტომოგრაფიას. დროული დიაგნოსტიკისას სპეციალისტი გირჩევთ როგრ უნდა მოხდეს მკურნალობა. მკურნალობა განგრენის მკურნალობის ძირითადი მეთოდებია: სისხლის გადასხმა; ნეკრექტომია (ნეკროზის მოცილება ჯანსაღ ქსოვილებამდე); ანტიბიოტიკების დანიშნვა; განგრენის ამპუტაცია – ჯანსაღ ქსოვილებამდე. საშიშროება დაავდების საშიშროებას წარმოადგენს ორგანოს დაკარგვა, ასევე მთელი ორგანიზმის დაავადება, რასაც მივყავართ ლეტალურ შედეგამდე. განგრენის დროს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ხალხური მეთოდების გამოყენება. აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია!
