რა არის გასტრიტი?

ტერმინი “გასტრიტი” მოიაზრებს კუჭის ლორწოვანი ანუ შიდა გარსის ანთებას, რომელიც ვითარდება ორგანიზმში სხვადასხვა ფაქტორების ზეგავლენის გამო: ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები, პარაზიტები, სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები, მათ შორის მედიკამენტები (მაგალითად, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები), ნარკოტიკული საშუალებები, ალკოჰოლი დ.ა.შ. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული ტერმინი დღემდე რჩება ერთგვარ დილემად კლინიკოს ექიმებსა და ენდოსკოპისტებს შორის, რადგან ენდოსკოპისტები გასტროსკოპიული მანიპულაციის ჩატარების დროს, პაციენტის კუჭის ლორწოვანის დათვალიერებისას, გარკვეული ენდოსკოპური ნიშნებით (მაგალითად, კუჭის ლორწოვანის სიწითლე, მარცვლოვნება, ეროზირება, მკვეთრი სიფერმკრთალე დ.ა.შ) სვამენ გასტრიტის დიაგნოზს. მაშინ, როცა კლინიცისტებისათვის გასტრიტი სიტყვასიტყვით ნიშნავს კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებას და ის მხოლოდ, ლორწოვანის ბიოფსიური მასალის შესწავლით უნდა დადგინდეს, მასში შესაბამისი ქსოვილოვანი ცვლილებების ნახვის შემდეგ. უფრო მეტიც, თანამედროვე გასტროენტეროლოგიაში ფართოდ დამკვიდრდა ტერმინი გასტროპათია. გასტროპათიის დროს სპეციალისტი გასტროსკოპული კვლევის დროს ნახულობს ზუსტად იმ ვიზუალურ ცვლილებებს, რასაც ის გასტრიტის დროს ხვდება, ოღონდ გასტრიტისაგან განსხვავებით, გასტროპათიის დროს, კუჭის ლორწოვანი გარსის ბიოფსიური მასალის შესწავლისას, ანთებისათვის დამახასიათებელი ქსოვილოვანი ცვლილებები არ ინახება. ქრონიკული გასტრიტის მიზეზებია: მწვავე გასტრიტის მკურნალობის არ არსებობა; კვების რეჟიმის ხანგრძლივი დროით დარღვევა; მწარე და უხეში საკვების მიღება; ცუდი ღეჭვა; მემკვიდრეობითი მიდრეკილება. სიმპტომები დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები: მუცლის ზედა ნაწილში მწვავე ტკივილის გაჩენა ან გაქრობა საკვების მიღების დროს; ბოყინი; გულის რევა; ღებინება; მეტეორიზმი; წონის სწრაფი დაკლება. დიაგნოსტიკა დაავადების მკურნალობის დასადგენას ექიმი-გასტროენტეროლოგი ნიშნავს შემდეგი სახის გამოკვლევებს: კუჭის ულტრა-ბგერით გამოკვლევას; ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიას (კუჭის დათვალიერება გასტროსკოპით); კუჭის ლორწოვანის ბიოპსიას; კუჭის სეკრეციის გამოკვლევას; სისხლის კლინიკურ ანალიზს; მუცლის ღრუს რენტგენოგრაფიას. მკურნალობა დაავადების მკურნალობა მოიცავს: სპეციალური დიეტის დაცვას; წამლებს, რომლებიც ახდენენ კუჭის მჟავას ნორმალიზებას; პრეპარატებს, რომელბიც აღადგენენ კუჭის ლორწოვან გარსს; ანტიბაქტერიალურ თერაპიას. დიეტა დიეტა №1 გასტრიტის დროს გამორიცხავს შემდეგი სახის პროდუქტებს: პური; ნახარშები; მარცვლოვან-ბურღულეული და ფაფები; ხორცისა და თევზის ცხიმიანი სორტს; კონსერვებს; რძემჟავა პროდუქტებს; გაზიან სასმელებს, ჩაის, ყავას, ალკოჰოლს; შოკოლადს, ნაყინს. საშიშროება თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა საქმე მივიდეს ისეთ გართულებებამდე, როგორიცაა: კუჭში სისხლდენა; კუჭის წყლული . ქრონიკული გასტრიტი იწვევს კუჭის კიბოს.

კომენტარის დამატება