რა არის თრომბოზი და რა ზიანის მოტანა შეუძლია ადამიანისთვის?

თრომბოზი არის სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნის პროცესი, რომლის შედეგადაც სისხლძარღვის სანათური შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად დაიხშოს. თრომბოზის წარმოქმნას ხელს უწყობს სისხლძარღვთა კედლების დაზიანება (ათეროსკლეროზული, ანთებითი ან სხვა ხასიათისა), სისხლის ნაკადის შენელება, სისხლის შედედებისა და სიბლანტის მატება. ყველაზე მეტად გავრცელებულია პერიფერიული ვენების თრომბოზი (თრომბოფლებიტი). შედარებით უფრო იშვიათია არტერიული სისტემის თრომბოზი, რომელიც იწვევს სისხლმომარაგების დარღვევას ქსოვილის შესაბამის უბანში და არცთუ იშვიათად – მის ნეკროზს. როცა არტერიებში არსებული თრომბი მთლიანად გადაკეტავს სისხლის ნაკადს, ნაკადის ქვემოთ ქსოვილი კვდება. სწორედ ეს არის ქსოვილის ნეკროზი. თუ კვდომა კიდურის ქსოვილმა განიცადა, ვითარდება განგრენა, კორონარული სისხლის მიმოქცევის სისტემის თრომბოზი იწვევს მიოკარდიუმის ინფარქტს, ტვინის სისხლძარღვებისა – ინსულტს, ხოლო ნაწლავთა არტერიებში არსებული თრომბი ნაწლავების განგრენის მიზეზად იქცევა

კომენტარის დამატება