ლაპარასკოპიული თიაქარკვეთა

როგორ ვითარდება თიაქარი?
თიაქარი ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა რიცხვს განეკუთვნება. სხვადასხვა ფაქტორები განაპირობებენ მუცლის კედლის დასუსტებას. მუცლის კედლის ბუნებრივ, ან პათოლოგიურ ხვრელებში ხდება თიაქრის პარკისა და მისი შიგთავსის გამოსვლა კანქვეშ, რაც გამოვლინდება თიაქრის მიდამოში გამობერილობითა და ტკივილით. მუცლის ყველაზე ხშირი თიაქარია საზარდულის თიაქარი – 75% (აღსანიშნავია, რომ საზარდულის თიაქარის შემთხვევების 90 % მამაკაცებში იჩენს თავს).

როგორ ხდება თიაქარის მკურნალობა?
თიაქრის მკურნალობა მხოლოდ ოპერაციულია. დღესდღეობით, მსოფლიოში ორი ძირითადი მეთოდია გავრცელებული. პირველი მოიცავს ჩაბრუნებას მუცლის ღრუში, ან რეზექციას, რის შემდეგაც მიმართავენ თიაქარპლასტიკას, ხოლო მეორე მეთოდი გახლავთ ლაპაროსკოპიული (უსისხლო), რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ დაინერგა.
როგორ ტარდება ლაპაროსკოპიული ოპერაცია?
ლაპაროსკოპიული ე.წ. ”უსისხლო” მეთოდი ტარდება ზოგადი ანესთეზიის ქვეშ. ოპერაციის დროს მუცელზე კეთდება რამდენიმე მცირე ზომის განაკვეთი. ამ განაკვეთებში ქირურგს შეყავს ლაპაროსკოპი,და ქირურგიული ინსტრუმენტები. ოპერაცია ვიდეოკამერის კონტროლით ტარდება. ქირურგი მუცლის ღრუს მონიტორზე ხედავს.
რა უპირატესობები აქვს ლაპაროსკოპიულ (უსისხლო) მეთოდს?
ლაპაროსკოპიული (უსისხლო) მეთოდი მცირედინვაზიურია. ქირურგი მუცლის ღრუში ნახევარსანტიმეტრიანი განაკვეთებიდან შედის, შესაბამისად, ჭრილობაც უმნიშვნელოა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოპერაციის შემდგომ გართულებათა რისკი მცირდება ღია წესით წარმოებულ ოპერაციასთან შედარებით. ოპერაციის შემდგომ პერიოდში ტკივილი თითქმის არ არის, რადგან მუცლის წინა კედლისა და ზოგადად ქსოვილების ტრავმირება უმნიშვნელოა, ინტრაოპერაციული სისხლდანაკარგი პრაქტიკულად არ არის, პოსტოპერაციული რეაბილიტაციაც უფრო სწრაფად მიმდინარეობს: პაციენტი ოპერაციიდან რამდენიმე საათში ფეხზე დგება, მას ნაკლები მედიკამენტი სჭირდება, ვიდრე ღია წესით ოპერაციის შემდეგ, ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პოსტოპერაციული თიაქრის განვითარების რისკი მინიმალურია. პაციენტისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია – პოსტოპერაციული კოსმეტიკური ეფექტი ანუ მცირე ზომის ნაწიბურების არსებობა! პაციენტი მალევე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს (2–3 დღეში მას შეუძლია შეუდგეს ყოველდღიურ წვრილმან საქმიანობას, ხოლო მაქსიმუმ 5–7 დღეში კი განაახლოს აქტიური სოციალური თუ საქმიანი ცხოვრება).
ჩვენი რჩევაა, თიაქარის წარმოქმნისთანავე მიმართოთ ქირურგს, რათა დროულად, გართულებების განვითარებამდე მოხდეს ოპერაციული მკურნალობის დაგეგმვა. თიაქრის ჩაჭედვის შემთხვევაში ავადმყოფებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ქირურგიულ დაწესებულებას, რათა თავიდან აიცილონ სასიკვდილო გართულებები.
კლინიკა „ენ-ელ-აი“-ს ქირურგიული გუნდი 24 საათის განმავლობაში გაგიწევთ მაღალკვალიფიციურ მომსახურეობას. საზარდულის თიაქრის ლაპარასკოპიული ოპერაციები კეთდება უახლესი აპარატურით , 3D რეჟიმში . კლინიკა მუდმივად ვითარდება და ნერგავს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის თანამედროვე მეთოდებს მკურნალობის საუკეთესო ხარისხის უზრუნველსაყოფად !
დამატებითი ინფორმაციისთვის ან კონსულტაციზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით : 📞 📞📞 557 15 97 72
კლინიკა „ენ-ელ- აი „გისურვებთ ჯანმრთელობას❗

კომენტარის დამატება