როგორ ვუმკურნალოთ სწორ ნაწლავთან დაკავშირებულ პრობლემებს?

სწორი ნაწლავის დაავადებების პრობლემა ყოველთვის თანაბრად აქტუალურია როგორც მამაკაცების, ისე ქალებისათვის. ეს დაავადებები კარდინალურად არღვევენ ცხოვრების ჩვეულ წესს, ყოველი შესვლა ტუალეტში კი, საბოლოო ჯამში, წამებით სრულდება. ადრე ასეთ შემთხვევებში ერთადერთი გამოსავალი არსებობდა – რთული ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც თან სდევდა მტკივნეული აღდგენითი პერიოდი. ან, კიდევ უფრო უარესი, თვითმკურნალობა “ბებიის” მეთოდით, რომელიც ნაკლებეფექტურია, რადგან ანთებითი პროცესი კვლავ ვითარდება სწორ ნაწლავში. პროქტოლოგია – მედიცინის ნაწილი, რომელიც სწავლობს უკანა ტანის დაავადებებს, სწორი ნაწლავის ფიზიოლოგიას, სტრუქტურას, პათოლოგიებს და დაავადებების მკურნალობას. კლინიკებში შესაძლებელია პროქტოლოგიური დაავადებების (სწორი ნაწლავის ნახეთქების, ბუასილის, ანალური ქავილის, ფიზურისა და პაროპრაქტიტის გარკვეული ფორმების) მკურნალობა. უნდა აღინიშნოს, რომ ოპერაციის გარეშე, ანუ ამბულატორიულად, ეფექტურად, ტკივილისა და ჩვეული ცხოვრების წესის დარღვევის გარეშე, შეიძლება მხოლოდ ადრეული სტადიების მკურნალობა. ამიტომ, ნუ გადადებთ ვიზიტს ექიმთან: რაც უფრო ადრე მიმართავთ სპეციალისტს, მით უფრო ეფექტური და ადვილი იქნება მკურნალობა. დღეს პროქტოლოგები დიაგნოსტიკური და სამკურნალო აპარატურის საკმაოდ დიდ არსენალს ფლობენ. გამოცდილი პროქტოლოგები ზუსტ დიაგნოზს დაგისვამენ და ინდივიდუალურ მკურნალობას დაგინიშნავენ. ყველაზე გავრცელებულ, უსიამოვნო დაავადებას ბუასილი წამოადგენს – ჰემოროიდალური კვანძების პათოლოგიური გადიდება, რომელიც ვლინდება პერიოდული სისხლდენით, ანალური არხიდან გამოვარდნით და ხშირი ანთებით. დაავადებას განვითარების ოთხი სტადია აქვს და მკურნალობის მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია დაავადების სტადიასა და ფორმაზე. სკალპელისგან თავის დაღწევა შეიძლება მხოლოდ პირველ ორ სტადიაზე და, ზოგჯერ, მესამე სტადიის დასაწყისში. ანალური ბზარი – ფიზურა – ასევე, გავრცელებული დაავადებაა. იგი ვითარდება სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით. შეხორცების პროცესი ხანგრძლივია, ამასთან, ხასიათდება პერიოდული ტკივილებით. ადრეულ სტადიებზე ძალიან ეფექტურია მალამოები და სანთლები, მთავარია მკურნალობის დროულად დაწყება.

კომენტარის დამატება