რენტგენული გამოსხივება აღმოაჩინა ვილჰელმ კონრად რენტგენმა. მან პირველმა გამოაქვეყნა სტატია რენტგენული სხივების შესახებ, რომლებსაც მან უწოდა X-სხივები (X-rays). რენტგენის სტატია სახელოწდებით “სხივების ახალი ტიპების შესახებ” გამოქვეყნდა 1895 წლის 28 დეკემბერს ვიურცბურგის ფიზიკა-მედიცინის საზოგადოების ჟურნალში. რენტგენოგრაფია არის სამედიცინო კვლევის მეთოდი, რომელიც რენტგენის სხივების დახმარებით შეისწავლის ორგანოების ფორმას, განლაგებას, ტონუსს, პერისტალტიკას, ლორწოვანის რელიეფს. აღმოჩენიდან უკვე 1 წლის შემდეგ რენტგენის სხივები ფართოდ გამოიყენებოდა მედიცინაში. დაჭრილების პირველი გამოკვლევა რენტგენით კი ჩატარდა კრეისერ “ავრორაზე” ცუსიმის ბრძოლის დროს. ამჟამად, რენტგენოგრაფია ძვალ-სახსროვანი სისტემის დაზიანების დიაგნოსტიკის, ფილტვების, მუცლის ღრუს, ხერხემლისა და კბილების გამოკვლევის ძირითადი მეთოდია. რენტგენის გამოგონება იმ დროის უდიდესი აღმოჩენა იყო, რომელმაც გავლენა იქონია მეცნიერებაზე, უბიძგა მკვლევარებს ექსპერიმენტებისკენ. ამჟამად, გამოჩნდა უახლესი ციფრული ტექნოლოგიები და აპარატები, მაგრამ რენტგენის სხივების მოქმედების პრინციპი მუდამ დარჩება. სურათზე გამოსახულია რენტგენის ცოლის ხელის მტევნის რენტგენოგრამა(პირველი რენტგენოგრამა).

1 Comment
Nikusharoot
jkhnjnlkn;kn;