დღეს ვისაუბრებთ მეტად პრობლემურ საკითხზე,რომლითაც უამრავი პაციენტი მომართავს კლინიკა ,, ენელაის” . ჩაზრდილი ფრჩხილი – ეს არის გვერდითი ფრჩხილის ფირფიტის ჩაზრდა კანის ქვეშ. ვისაც ერთხელ მაინც გამოუცდია ჩაბრუნებული ფრჩხილის პრობლემა, იცის, რომ მიუხედავად მცირე დაზიანებული უბნისა, საშინლად მტკივნეული და მტანჯველია. პრობლემის წინაშე ვგდებით, როდესაც ფრჩხილი კანის შიგნით იწყებს ჩაზრდას, ეს კი იწვევს სიწითლეს, ტკივილს და ინფექციას. ზოგი ადამიანი ფიქრობს ეს ნორმალურია, მაგრამ აქ მოცემულია მიზეზები თუ რატომ უნდა ავირიდოთ თავიდან ჩაზრდილი ფრჩხილი. 1) ჩაზრდილი ფრჩხილი იწვევს მრავალ ინფექციას, როგორიცაა სეფსისი ან სისხლის დაავადება. ყოველწლიურად ეს დაავადება ემართება 750 000 ადამიანს. 2) ჩაზრდილმა ფრჩხილმა ფეხის დაწყლულება შეიძება გამოიწვიოს. ის კი ძალიან ძნელი მოსარჩენია. 3) ჩაზრდილი ფრჩხილი განგრენასაც იწვევს. განგრენა წარმოადგენს ცოცხალ ორგანიზმში ქსოვილთა ნეკროზს, იმავე კვდომას. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ინფექციით, ჭრილობით ან სისხლის მიმოქცევის შეწყვეტით. ამის გარდა ჩაზრდილ ფრჩხილს ვიზუალურად არასასიამოვნო შესახედაობა აქვს. ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა და პროფილაქტიკა ფრჩხილი, ძირითადად, იზრდება ფეხის ცერა თითზე. თუ მიდრეკილი ხართ ამ დაავადებისკან უნდა “შეელიოთ” მაღალქუსლიან და ვიწროცხვირიან ფეხსაცმელს. იმისთვის, რომ ჩაზრდილი ფრჩხილი ანთებამდე არ მივიდეს, კარგია, ყოველ საღამოს თბილი აბაზანები, სპირტიანი საფენები. ასევე, კარგია თუ პიპეტის საშუალებით გაღიზიანებულ ადგილას დაიწვეთებთ ძმრისა და გლიცერინის ნარევს. უებარია, ყოველ საღამოს, თბილი აბაზანის შემდეგ, თითის გაღიზიანებული ადგილი ამოისუფთავეთ წყალბადის ზეჟანგის საშუალებით(დაიწვეთეთ დაზიანებულ თითზე). რამდენიმე პროცედურის შემდეგ ტივილი გაივლის. პრევენციისთვის სასურველია პრობლემის გამწვავებამდე ჩავატაროთ ზემოთ მოცემული პროცედურები, რათა თავი ავარიდოთ ქირურგიულ ჩარევებს!
