ვითარდება თირკმლის ფუნქციის სწრაფი მოშლით.(რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში).სინდრომის,მახასიათებელია სიმპტომების ერთობლიობა:შარდის გამოყოფის შმცირება,შარდის გამოყოფის არარსებობა,სისხლში აზოტის შემცველი ნივთიერებების კონცენტრაციის მატება. წყლისა და ელექტროლიტების,მჟავა-ტუტოვანი დისბალანსი. მისი გამომწვევი მიზეზია ტუბულონეკროზი,ანუ თირკმლის ნეპრონის მილაკების დაზიანება. დაავადების მიმდინარეობაში გამოყოფენ 4 ფაზას 1) ინიციალური-ამ ფაზაში თვალსაჩინოა ძირითადი ჩივილები რაც დაავადებისთვისაა დამახასიათებელი. 2)ოლიგოანურიის ფაზა-შარდის გამოყოფა შემცირებულია 500მლ-მდე.. 3)დიურეზის აღდგენის ფაზა.(გრძელდება 2-3 კვირას) 4)გამოჯანმრთელების ფაზა-6-12 თვე გრძელდება. თირკმლის ფუნქციის აღდგენას შესაძლოა 2 წელიც კი დასჭირდეს. მკურნალობა დაავადების მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპძე განსხვავებულია.მნიშვნელოვანია ელექტროლიტური დისბალანსის აღდგენა.ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლა.ზოგჯერ ანტიბაქტერიული მკურნალობაა საჭირო. იმ შემთხვევაში როცა მედიკამენტოზური მკურნალობა უშედეგოა.საჭიროა ჰემოდიალისზე გადასვლა,რაც ,რა თქმა უნდა,ინდივიდუალურია. ამ დროს სისხლში მცირდება აზოტის შემცველი ნივთიერებების კონცენტრაცია,სწორდება მჟავა-ტუტოვანი და ელექტროლიტური დისბალანსი.
