📢📢📢სალპინგოგრაფია საშვილოსნოს ღრუსა და საშვილოსნოს მილების გამოკვლევის თანამედროვე მეთოდს წარმოადგენს. საშვილოსნოს ღრუს მდგომარეობას, მასში ლორწოვანი გარსის პოლიპების, შეხორცებების – ე.წ. სინექიების, სუბმუკოზური მიომის კვანძების არ არსებოსა გადამწყვეტი ფაქტორია შვილოსნობისთვის.
როგორ მიმდინარეობს პროცედურა?
გამოკვლევა ტარდება ამბულატორიულად. სპეციალური მომზადების შემდეგ, სასურველია ციკლის პირველ ფაზაში, სტერილური პლასტიური კათეტერის დახმარებით საშვილოსნოს ღრუში შეგვყავს საკონტრასტო ნივთიერება, რომლითაც ხდება საშვილოსნოს ღრუს გაფართოება და შესაძლებელი ხდება მისი კედლების და შიგთავსის ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი გადამწოდის საშუალებით დათვალიერება. შემდეგ სითხე გადანაწილდება საშვილოსნოს მილებში, რაც საშუალებას იძლევა შეფასდეს მათი მდგომარეობა და გამოირიცხოს ჰიდროსალპინგსების არსებობა.
სალპინგოგრაფიის ჩატარების ჩვენებებს წარმოადგენს:
✔ დაუდგენელი ბუნების სისხლდენები როგორც პრე- ისე პოსტმენოპაუზაში
✔ უშვილობა და ჩვეული აბორტი
✔ ენდომეტრიუმის შეფასების აუცილებლობა
✔ ექოსკოპიურად საშვილოსნოს ღრუში მოცულობითი წარმონაქმნის არსებობაზე ეჭვი
სალპინგოგრაფიით შესაძლებელია როგორც საშვილოსნოს ღრუს პათოლოგიიის გამორიცხვა, ასევე მისი არსებობისას პათოლოგიური წარმონაქმნის – პოლიპის, სინექიის, სუბმუკოზური მიომის კვანძის – ან საშვილოსნოს ანატომიური დეფექტის, ძგიდის და ა.შ. ზომის, ფორმის, სისხლმომარეგების, საშვილოსნოს კედელთან მიმაგრების თავისებურებების დადგენა, რაც შემდგომი ოპერაციული – ჰისტეროსკოპიული ჩარევის აუცილებლობას და მასშტაბს განსაზღვრავს.
🏥🏥🏥კლინიკა „ენ-ელ-აი „ გთავაზობთ სალპინგოგრაფიულ გამოკვლევას საშვილოსნოს მილების გამავლობაზე .
თქვენთვის სასურველი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ექიმ-რადიოლოგ ომარ ღურწკაიას :
📞📞📞 577 72 09 08