📢📢📢ბრტყელტერფიანობა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. სტატისტიკის თანახმად, ამ დაავადებას სასკოლო ასაკის ბავშვების 65%-ზე მეტი იძენს.ბრტყელტერფიანობა თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც.
—👉👉👉რა ნიშნებით ამოვიცნოთ ბრტყელტერფიანობა?
ბრტყელტერფიანობის პირველი ნიშნებია ადვილად დაღლა, ტერფისა და კოჭ-წვივის სახსრების ტკივილი სიარულის და დიდხანს დგომისას, კოჭ-წვივის მიდამოს შესივება. ტერფი წაგრძელებულია, მისი წინა ნაწილი შიგნით არის შებრუნებული, ქუსლი კი გარეთ არის მიქცეული.
– 👉👉👉 რა გართულებებს იწვევს ბრტყელტერფიანობა?
ბრტყელტერფიანობის გართულებებია: ფეხების ტკივილი, განსაკუთრებით – ღამით, სიარულის მანერის შეცვლა, გასწვრივი ბრტელტერფიანობის დროს შესაძლოა მუხლის სახსრების ფორმა შეიცვალოს და ფეხები X-ისებრი გახდეს. ამ დროს ფეხსაცმელი გაცვეთილია შიგნითა კიდესთან, კოჭ-წვივის არე სივდება. განივი ბრტყელტერფიანობის დროს ტერფი ფართოვდება, პირველი თითი დეფორმაციას განიცდის, მე-2 და მე-3 თითები ჩაქუჩისებური ხდება. დროთა განმავლობაში ვითარდება ტერფის წვრილი სახსრების ართროზი.
🏥🏥🏥ყველა ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა . კლინიკა „ენ-ელ-აი“ გთავაზობთ ბრტყელტერფიანობის ხარისხის დასადგენად რენტგენოგრაფიულ დიაგნოსტიკას . ამ დროს ტერფს იღებენ გვერდით პროექციაში, ზომავენ თაღის კუთხეს (ნორმა – 125-130 გრადუსი) და სიმაღლეს (ნორმა – 39 მმ). მიღებული მონაცემების საფუძველზე ადგენენ ბრტყელტერფიანობის ხარისხს.
👨🔬👨🔬👨🔬 გახსოვდეთ : რაც უფრო ადრეულ ასაკში გამოვავლენთ ბრტყელტერფიანობის ნიშნებს და დროულად დაიწყებთ მკურნალობას, მით უფრო ადვილად მოხერხდება პროგრესირების შეჩერება და დეფორმაციის კორეგირება.
თქვენთვის სასურველი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ექიმ-რადიოლოგ ომარ ღურწკაიას: 📞📞📞 577 72 09 08
