კიდევ ერთი წარმატებული ოპერაცია კლინიკა,,ენელაიში “- კუჭის რეზექცია გართულებული წყლულის გამო. წყლულოვანი დაავადება ქრონიკული მორეციდივე პათოლოგიაა.წყლული გართულებაში ვგულისხმობთ პერფორაციას(კედლის მთლიანობის დარღვევას), სისხლდენას, სტენოზს და მალიგნიზაციას(კიბოდ გადაგვარება). ზოგჯერ – მაშინაც, როცა დიეტით, რეჟიმით, წამლებითა და სხვა საშუალებებით მკურნალობა შედეგს არ იძლევა, კეთდება კუჭის ნაწილის ამოკვეთა.ოპერაციის შემდეგ მკვეთრად ქვეითდება კუჭის წვენის და მარილმჟავას გამომუშავება და ამგვარად ისპობა ლორწოვანი გარსის დაწყლულების პირობები. წყლულის სადიაგნოსტიკოდ კლინიკაში ტარდება რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ასევე,ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია, რაც საშუალებას იძლევა გამოვავლინოთ თანმხლები დაზიანებები. საშუალება გვაქვს ჩავატაროთ ბიოფსია. უნდა ითქვას, რომ კუჭის რეზექცია საკმაოდ მძიმე ოპერაციაა. ჩვენი კლინიკის მდიდარმა გამოცდილებამ კვლავ მოახერხა ამ ტექნიკურად რთული ოპერაციის ჩატარება წარმატებით. პაციენტის მდგომარეობაა შეესაბამება გადატანილი ოპრაციის სიმძიმეს. იგი მკურნალობას განაგრძობს ექიმის მეთვალყურაობის ქვეშ.
