რა შეუძლია რინოპლასტიკას და რაა მისი დადებითი მხარეეები?

რინოპლასტიკა ზრდის სახის ჰარმონიას და ცხვირის პროპროციულობას, მას ასევე შეუძლია აღადგინოს დარღვეული სუნთქვა, გამოწვეული სხვადასხვა დაზიანებით. რინოპლასტიკურ ოპერაციას შეუძლია შეცვალოს: -ცხვირის სიგანე და ნესტოების მდებარეობა, -ცხვირის მოხაზულობა, კეხის გასწორება, -გაფართოებული ან ამოზნექილი, დაწეული, აწეული, მოკაუჭებული ცხვირის წვეტი, -გრძელი, ფართო ან აწეული ნესტოები, -ცხვირის ასიმეტრია; თუ თქვენ გაქვთ სურვული გქონდეთ უფრო სიმეტრიული ცხვირი,გაითვალისწინეთ,რომ ყველას სახე ასიმეტრიულია სხვადასხვა ხარისხით. შედეგი შეიძლება არ იყოს სრულად სიმეტრიული, თუმცა-მიზანი სახის ბალანსის აღდგენა და ცხვირის სასურველი ფორმის მიღება სავსებით შესაძლებელია. რინოპლასტიკას ასევე იყენებენ ცხვირის ძგიდის დარღვევებისას. დარღვეული ძგიდის(სუნთქვის გართულების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი)კორექცია,მიიღწევა ცხვირის სტრუქტურის მოწესრიგებით, ნორმალური მდგომარეობის აღდგენით. რინოპლასტიკისათვის და კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მობრძანდეთ ქ.ზუგდიდში სამედიცინო ცენტრ ,,NLI”-ში,მის.:შ.კიტიას 21.

კომენტარის დამატება