ნაღველ-კენჭოვანი დაავადება ერთ-ერთ გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს, რომლითაც ხშირად მიმართავენ კლინიკა,,ენელაის”. დიაგნოსტიკისთვის ექიმის მიერ თავდაპირველად ხდება ანამნეზის შეკრება და მუცლის ღრუს ექოსკოპიური გამოკვლევა.გარდა ამისა, დიფერენციული დიაგნოსტიკის მიზნით, ტკივილის ლოკალიზაციის მიხედვით უნდა ჩატარდეს შესაბამისი გამოკვლევა: ელექტროკარგიოგრაფია – თუ ტკივილი გულის არეშია; რენტგენოგრაფია ან ენდოსკოპიური კვლევა – თუ ტკივილი კუჭის არეშია და ა. შ. ნაღველკენჭოვან დაავადებას კლინიკაში უმთავრესად ოპერაციული გზით მკურნალობენ. მედიკამენტოზური მკურნალობა ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ნაღვლის ბუშტში არის ნალექი, წვრილი კრისტალების ჯგუფი ან წმინდა ქოლესტერინული (ანუ რბილი) ქვა. ასეთ შემთხვევაში, ავადმყოფს ტკივილგამაყუჩებელ და ქვების დამშლელ პრეპარატებსა და სპეციალურ დიეტას უნიშნავენ. ფოტოზე გთავაზობთ დღეს ერთ-ერთი ოპერაციული ჩარევის დროს ამოღებულ კრისტალურ სტრუქტურებს ,,კენჭებს”. ნაღვლის კენჭები გახლავთ კრისტალური სტრუქტურები, რომლებიც შესაძლოა, წარმოდგენილი იყოს როგორც ერთეული, ისე მრავლობითი სახით და არა მარტო ნაღვლის ბუშტში, არამედ ღვიძლსა და ნაღვლის სადინარებშიც განლაგდეს. ნაღველკენჭოვანი დაავადების სიმპტომებია: ტკივილი, რომელიც ძირითადად მარჯვენა ნეკნქვეშა მიდამოში ვითარდება და მარცხენა მხარში ან ბეჭში გადაეცემა – ტკივილის აღმოცენება, უმეტესწილად ცხიმიანი ან ცხარე საკვების მიღებას უკავშირდება, ან ხანგრძლივი სიარულის, ფიზიკური დატვირთვის, ფსიქოემოციური გადაძაბვის ფონზე აღმოცენდება; ტკივილს შესაძლოა ახლდეს – მუცლის შებერილობა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება და გულძმარვა; თუ შეტევა კენჭის დაძვრისა და მისი გაჭედვის შედეგად განვითარდა, აღინიშნება – კანისა და სკლერების სიყვითლე და ტემპერატურის მომატება. თუმცა, ნაღვლის ბუშტში გაჩენილი კენჭი კლინიკურ გამოვლინებას ყოველთვის არ იძლევა და შესაძლოა, პროცესი ათეული წლის მანძილზეც კი უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. ასეთი მდგომარეობა განსაკუთრებით საშიშია, რადგან დიაგნოზის დასმა ვერ ხერხდება და სხვადასხვა გართულებები ვითარდება. კლინიკა ,,ენელაი” გისურვებთ ჯანმრთელობას!
