ტეტანუსი მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს განსაკუთრებული მიკრობი, ახასიათებს საერთო და სასუნთქი კუნთების კრუნჩხვა, გაშეშება. ავადმყოფობის გამომწვევია ანაერობი ჩხირი Tetani კლოსტრიდია, რომელიც წარმოქმნის სპორებს. ინფიცირება ძირითადად ხდება დაბინძურებული ჭრილობიდან. გამომწვევი გამოიმუშავებს ძლიერ ეგზოტოქსინს, რომელიც სისხლის ნაკადისა და მამოძრავებელის ნერვების საშუალებით ხვდება ძვლის ტვინში, იწვევს ძვლის ტვინის წინა რქების მამოძრავებელ უჯრედებში იმპულსების წარმოქმნის ფიზიოლოგიურ კორელაციის დარღვევას. ვითარდება კუნთების მუდმივი ტონური შეკუმშვები და პერიოდულად ტეტანური კრუნჩხვები. . დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ აუცილებელია ჭრილობის გახსნა და დამუშავება სადეზინფექციო სამედიცინო ხსნარებით, რადგანაც კლოსტრიდია Tetani ანაერობია. ამის შემდეგ უნდა გაკეთდეს ანტიტეტანური შრატი..ასევე ანტიტენური შრატი შეჰყავთ პირველადი ქირურგიული დამუშავების დროსაც,რათა თავიდან იქნას აცილებული ტეტანუსის მავნე ეფექტი,რომელიც მკურნალობის გარეშე ლეტალურია.
