ფიზიოთერაპია

ფიზიოთერაპია (ფიზიოპროცედურები), ანუ მკურნალობის ფიზიოთერაპიული მეთოდები, არის როგორც ცენტრალური, ისე პერიფერიული ნერვული სისტემის, ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელია პარატის, ზედაპირული რბილი ქსოვილებისა დალორწოვანი გარსების სერიოზული დაავადებების, ოპერაციის და ტრავმის შემდეგი გართულებების კომპლექსური თერაპიის დამატებითი საშუალება.
ტრავმის ან ანთებითი დაავადებების დროს ფიზიოთერაპიის (ფიზიოპროცედურების) საშუალებით ქსოვილების ფუნქციონალური სრულფასოვნების აღდგენა არის მნიშვნელოვანი საშუალება, რომელიც გვეხმარება თავიდან ავიცილოთ ნევროლოგიური ან ნეიროქირურგიული ხასიათის სხვადასხვა დაავადება

ჩამონათვალი ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადებებისა (ორგანოთადაუბანთამიხედვით), რომლებიც ფიზიოთერაპიულ მკურნალობას (ფიზიოთერაპიას, ფიზიოპროცედურებს) საჭიროებენ:
1) ნერვები (ნევრიტები, პოლინევრიტები, ნეიროპათიები, ნევრალგიები).
2) ხერხემალი (ოსტეოქონდროზი,მოტეხილობები, დისკების პროტრუზიები და თიაქრები).
3) კუნთები (მიოზიტები, ფიბრომიალგიები).
4) იოგები (ტენდოვაგინიტები, კონტრაქტურები, ანკილოზები).
5) სახსრები (ართრიტები, ანთროზები, პერიართროზები).
შეშუპების, ანთების, ტკივილის შეგრძნების გაქრობა, სახსრებსა და კუნთებში მოძრაობის მოცულობის აღდგენა ჩქარდება სხვადასხვა მეთოდით ფიზიოთერაპიის (ფიზიოპროცედურების) გამოყენებისას. ფიზიოთერაპია (ფიზიოპროცედურა) ინიშნება იმ დაავადების ქრონიკული მიმდინარეობის დროს, რომელსაც თან ახლავს ტკივილის სინდრომი, სახსრების კონტრაქტურები, გამოხატული კუნთოვანი ჰიპერტროფია.

ფიზიოთერაპიის სახეები
ჩვენს კლინიკაში ტარდება შემდეგი სახის ფიზიოთერაპია (ფიზიოპროცედურები):

1) დარსანვალიზაცია.
2) ელექტროფორეზი, ფონოფორეზი.
3) ელექტროსტიმულაცია.
4) ლაზეროთერაპია.
5) ულტრა მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ველი.
6) ვაკუუმთერაპია.

კომენტარის დამატება