1) კლინიკის ენდოსკოპიისა და ენდოქირირგიის კაბინეტი აღჭურვილია: ფირმა PENTAX-ის ულტრათანამედროვე ციფრული ენდოსკოპური აპარატით და მოიცავს შემდეგ მოდულებს გასტროსკოპია, ბრონქოსკოპია, კოლონოსკოპია, დუოდენოსკოპია. კაბინეტი აღჭურვილია ენდოსკოპური ლიგატორებით და ბალონური დილატატორებით. ენდოსკოპიისა და ენდოქირურგიის კაბინეტი ენდოსკოპისტ მურად ღვინჯილიას ხელმძღვანელობით ახორციელებს ქვემოთ ჩამოთვლილ ენდოსკოპიურ პროცედურებსა და მანიპულაციებს:
2) საყლაპავი მილის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებათა ენდოსკოპური კვლევა ქრონიკული ანთებითი პროცესების, სიმსივნეების და
ფუნქციური დარღვევების დროს.
3) წყლულოვანი დაავადების ენდოსკოპური სურათის შესწავლა და დინამიკაში დაკვირვება, მწვავე და წყლულებების მიზეზის დადგენა. გასტროდუოდენური სისხლდენის დროული გამოვლენა და ენდოსკოპური მკურნალობის შესაძლებლობათა შეფასება.
4) საყლაპავის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების ენდოსკოპური ლიგირება სხვადასხვა გენეზის ციროზების დროს.
5) კუჭის რეზექციის შემდგომი გართულებებისა და დაავადებების მათი ენდოსკოპური მკურნალობის შესაძლებლობათა დადგენა.
6) კუჭის კიბოს ადრეული ფორმების გამოვლენა, დაავადების გავრცელების
ხარისხის დადგენა სხივური დიაგნოსტიკის მეთოდებთან კომპლექსში.
(ქრომატოგაფიული მეთოდიკა).
7) საყლპავის, კუჭის, მსხვილი ნაწლავის პოლიპების ენდოსკოპური
დიაგნოსტიკა და ენდოსკოპური პოლიპექტომია.
8) კუჭის და მსხვილი ნაწლავის ბეზოარის, მკურნალობა ენდოსკოპური
მეთოდებით.
9) საყლპავის, კუჭის, მსხვილი ნაწლავის , ბროქიალური ხის – უხცო სხეულების ამოღება ენდოსკოპური მეთოდებით.
10) ჰელიკობაქტერიების როლის კვლევა კუჭის ქრონიკული ანთებითი პროცესების კოლიტის სხვადასხვა ფორმის ენდოსკოპური და მორფოლოგიური სურათის დადგენა.
11) მსხვილი ნაწლავის სიმსივნეების დროული გამოვლენა და გავრცელების
ხარისხის დადგენა.
12) ჰემოსტაზი – სხვდასხვა ინტენსივობის სისხლდენის დროს.
13) სანაღვლე გზების დაავადებათა ენდოსკოპური დიაგნოსტიკა და მკურნალობა,
ნაღველკენჭოვანი დაავადების და სიმსივნეების დიაგნოსტიკა ენდოსკოპური
რეტროგრადული პანკრეატოქოლანგიოგრაფიის საშუალებით.
პაპილოტომიის წარმოება კენჭოვანი დაავადებებისა და სტრიქტურების დროს.
