ჩვენი კლიკინა უზრუნველყოფს პაციენტის ტრანსპორტიერებას სამედიცინო ჯგუფის თანხლებით, როგორც ქვეყნის ფარგლებში, ასევე საზღვრებსგარეთ, ტექნიკურად სრულად აღჭურვილი ავტოტრანსპორტით. ჩვენ დაგეხმარებით პაციენტის ტრანსპორტირებაში: ბინიდან კლინიკაში და პირიქით, კლინიკიდან ბინაში, კლინიკიდან კლინიკაში ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ. პაციენტის გადაყვანისას უმაღლესი ხარისხის მონიტორინგს უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი. ასევე გთვაზობთ ექიმის ბინაზე მომსახურების სერვისს: ქირურგი, ტრავმატოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, გინეკოლოგი (არატრანსპორტაბელურ პაციენტებში მანიპულაციების ჩატარება). ლაბორატორიული მომსახურების სრულ სპექტრს, როგორც ექსპრეს, ასევე დაყოვნებული მეთოდით. ინსტრუმენტული კვლევები ბინაზე:
მუცლის ღრუს, პლევრის ფურცლების, საშარდე გზების და გინეკოლოგიური ექოსკოპია.ელექტროკარდიოგრაფია.
ენდოსკოპიური კვლევები: გასტროსკოპია, ბრონქოსკოპია. ასევე გთვაზობთ ელექტროსტიმულაციურ პროცედურებს ბინაზე გამოძახებით!
დაგვიკავშირდით: (+ 995 ) 555 112 112 (+995) 557 730 060